ForHer.ge — პლატფორმა ქალებისთვის
ForHer.ge არის ციფრული პლატფორმა, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში ქალების შესაძლებლობების გასაფართოებლად, მათი განათლების, ეკონომიკური გაძლიერებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშესაწყობად.
პლატფორმის მიზანია:
- გაავრცელოს სანდო ინფორმაცია ქალთა განათლების, კარიერისა და მეწარმეობის შესახებ
- ხელმისაწვდომი გახადოს სხვადასხვა რესურსი, რომელიც ქალებს დაეხმარება საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში
- გააძლიეროს ქალები შთამაგონებელი ისტორიებით და პრაქტიკული რჩევებით
პლატფორმა ასევე ღიაა ყველა დაინტერესებული მხარისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა განვითარებას.
ForHer.ge შეიქმნა ქალთა ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა – „მისი ძალა, მისი მომავალი” ფარგლებში. 2022 წლის სექტემბრიდან, ქალთა ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა – „მისი ძალა, მისი მომავალი” ხელს უწყობს სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგოების გაძლიერებას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. პროგრამა მხარს უჭერს ქალთა სამეწარმეო საქმიანობის განვითარებასა და ლიდერული პოზიციების გაძლიერებას ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
სამხრეთ კაკასიის რეგიონის მდგრადი განვითარების მხარდაჭერის მიზნით – ინიციატივა ემსახურება სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებას, მათ გაძლიერებას ჩაერთონ სამეწარმეო საქმიანობაში, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასა და ბიზნესკავშირებში.
პროგრამას აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი და ახორციელებს “ქეა კავკასია”, ბიზნეს ფედერაციასთან “ქალები მომავლისთვის” (Women for Tomorrow), კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), WINNET Armenia-სთან და აზერბაიჯანში ადგილობრივი ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.