ლურჯი ოკეანე

ლურჯი ოკეანე

February 08, 2026
მსოფლიო ბიზნეს ლიტერატურა ქართულ ენაზე

პროექტი ლურჯი ოკეანე არის გამომცემლობა პალიტრა L-ის მიმართულება, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ ბიზნეს ლიტერატურას ქართულ ენაზე გამოსცემს. პროექტი 2015 წელს დაიწყო და მკითხველში დიდი ინტერესიც გამოიწვია.

ლურჯი ოკეანის პროექტის ფარგლებში უკვე გამოიცა ისეთი ბესტსელერები, როგორიებიცაა ბრაიან თრეისის "მიზნები!" "შეჭამე ბაყაყი", "აკოცე ბაყაყს" და "გახდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი." პროექტმა ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი გახადა მარტივად სერიის წიგნებიც - "მართვა მარტივად", "სამუშაოს ძებნა მარტივად", "გაყიდვები მარტივად", "მარკეტინგი მარტივად", "პროექტის მართვა მარტივად" და "რეკლამა მარტივად.

გამომცემლობის მიერ შერჩეული ბიზნეს ლიტერატურა განკუთვნილია როგორც პროფესიონალი ბიზნესმენების, ასევე დამწყები სტარტაპერებისთვის. სერიის უპირატესობაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მკითხველი ბიზნეს რჩევებს არა ეკონომიკური ტერმინოლოგიით, არამედ პრაქტიკული სახელმძღვანელოდან იღებს.

“ლურჯი ოკეანის” ბესტსელერებს ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში ან პალიტრა L-ის ვებ-გვერდზე შეიძენთ.