Mercy Corps საქართველო

Mercy Corps საქართველო

February 19, 2026
სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება, სიღარიბის შემცირება და ეკონომიკური განვითარების პროგრამები მთელი ქვეყნის მასშტაბით

“მერსი ქორფსი” საქართველოში 2000 წლიდან ფუნქციონირებს და ქვეყანაში სიღარიბის შემცირებაზეა ორიენტირებული. ორგანიზაციის მუშაობის ძირითადი მიმართულებებია:

  • სოფლის მეურნეობა და ეკონომიკური განვითარება

Mercy Corps-მა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში "მეცხოველეობის განვითარების პროგრამის" განხორციელებაში (შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით).

  • იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერა

2008 წლის ომის შემდეგ, "მერსი ქორფსი" აქტიურად ჩაერთო კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. ორგანიზაცია დევნილებს არა მხოლოდ საკვებით, არამედ თვითდასაქმების შესაძლებლობებით და მცირე გრანტებითაც ეხმარებოდა.

  • სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება

"მერსი ქორფსი" მუშაობს ადგილობრივი თემების გაძლიერებაზეც, რათა მოსახლეობამ თავად განსაზღვროს პრიორიტეტები (მაგალითად, საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ან სასმელი წყლის სისტემის მოწყობა).

  • ახალგაზრდების გაძლიერება და განათლება

"მერსი ქორფსი" მხარს უჭერს ახალგაზრდების სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულობასა და არაფორმალური განათლების განვითარებას საქართველოს რეგიონებში. ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია "ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE), რომელიც ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტმა დააფინანსა 60-ზე მეტი ახალგაზრდული საწარმო, შექმნა 220-მდე სამუშაო ადგილი და ხელი შეუწყო სოფლად მეწარმეობის განვითარებას. თუ ხარ 18-35 წლამდე, ცხოვრობ ან საქმიანობ ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში, RDYE პროგრამის მეორე ფაზის ფარგლებში, შეგიძლია 30,000 ლარამდე დაფინანსება მიიღო. რეგისტრაციისთვის მიყევი ბმულს.

დამატებით ინფორმაციას Mercy Corps-ის განვითარების პროგრამებსა და შესაძლებლობებზე, ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გაეცნობი.

მსგავსი რესურსები

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)
ფონდების მოძიება

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)

გერმანიის მხარდაჭერა საქართველოში 1992 წლიდან

გაიგე მეტი
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
ფონდების მოძიება

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

აგრობიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი სერვისები და შესაძლებლობები

გაიგე მეტი
გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA)
ფონდების მოძიება

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA)

უფლებებისა და არჩევანის უზრუნველყოფა საქართველოში 1993 წლიდან

გაიგე მეტი