ლელი ბლაგონრავოვას საავტორო პოდკასტების სერიაში ქალები ლელის ფოკუსში სხვადასხვა სფეროში წარმატებული ქალები საკუთარ ისტორიებს გვიყვებიან.
"მთავარია, გჯეროდეს, რომ რასაც მოინდომებ, აუცილებლად გააკეთებ" ამბობს მარიამ ბეროძე, რომლის კარიერაც ბიზნესს უკავშირდება. იგი წარმატებულ ქართული კომპანიის ციფრული მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელია. კარგად იცის, როგორ მიაღწიოს წარმატებას ბიზნესის სამყაროში, სადაც ქალთა ლიდერობა ჯერ კიდევ უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი.
ლია ტაბატაძე საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციასა და სოციალურ საწარმო „ბაბალე“-ს ხელმძღვანელია. მისი აზრით, ქალებმა ყველაზე უკეთ იციან, თუ როგორ უნდა მოაგვარონ ურთულესი სოციალური პრობლემები და საზოგადოებას წარმატების გზა გაუკვალონ. სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილების მიმღებთა შორის მეტი ქალი უნდა იყოს.
"თანამედროვე ქალი ცხოვრობს ისე, როგორც უნდა რომ იცხოვროს" ამბობს მერი ბიწაძე, ქართველი სამოქალაქო აქტივისტი. მისი ცხოვრება უამრავ ინტერესსა და საქმიანობას იტევს დევნილთა უფლებების დაცვიდან საქართველოს მწვანე და სამართლიანი გადასვლის ხელშეწყობამდე. ყველაფერი, რასაც მერი აკეთებს, ქვეყნის განვითარებას ემსახურება.
თემა
მსგავსი რესურსები
Entrepreneur Georgia | მე ქალი მეწარმე ვარ!
დარეგისტრირდი, გაგვიზიარე შენი წარმატების ისტორია და გააძლიერე სხვები
მასტერკლასი | ირინა კვახაძე
როგორ გამოვიყინოთ ბიზნეს ანალიტიკა ჩვენი ბიზნესის სასარგებლოდ?