ელექტრონული კომერცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა, რომელიც მცირე მეწარმეებს საშუალებას აძლევს უფრო ეფექტურად მიიღონ მონაწილეობა ეკონომიკურ საქმიანობაში. ციფრული ეკონომიკის განვითარების მთავარი ქვაკუთხედი კი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაა.
EU4Digital პროექტის კოორდინატორი საქართველოში - ნინო ესაკია საუბრობს ინტერნეტ ინფრასტრუქტურისა და ციფრული უნარების გაძლიერების შესაძლებლობებზე ქართველი ქალი მეწარმეებისთვის.
ვიდეო შექმნილია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPPRC) პროექტის "შესაძლებლობები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის" ფარგლებში, Forbes Woman Georgia-სთან თანამშრომლობით. მასტერკლასების საშუალებით, პროფესიონალი ქალები საზოგადოებას უზიარებენ ბიზნესის დაწყება/გამართვა/განვითარების თითოეული ეტაპისთვის საჭირო პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას.
თემა
მსგავსი რესურსები
მასტერკლასი | ნატო ტორონჯაძე
როგორ შევავსოთ საგრანტო განაცხადის ფორმა და მოვიზიდოთ ფინანსები?