Care

მაია ბუნტური

“რამდენიმე თვის წინ რომ გეკითხათ რას ვერ წარმოიდგენდიო, აუცილებლად გიპასუხებთ, რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი თუკი ამ ასაკში ბიზნეს საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული ვიქნებოდი და საკუთარი შემოსავლის წყარო გამიჩნდებოდა”

 მაია ბუნტური, ახმეტის მუნიციპალიტეტიდან CARE-ს პროგრამის “უსაფრთხო და თანასწორუფლებიანი საზოგადოებისთვის” ერთ-ერთი მონაწილე და გამარჯვებულია.

“CARE -ს პროგრამაში მოხვედრის შემდეგ დავიწყე საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა. ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანები – ტრენერები, მენტორები, დამეხმარნენ აღმომეჩინა და მერწმუნა საკუთარი თავის.

 


თურმე, ხანდახან, როგორ გვჭირდება, შორიდან შევხედოთ საკუთარ თავს და გავაცნობიეროთ ყველა ის შესაძლებლობა თუ უნარი, რომელსაც ვფლობთ”- ამბობს მაია.

 “ყოველთვის მიყვარდა და კარგად გამომდიოდა კერვა, ამიტომ მუდამ ვკერავდი შვილებისთვის, მეზობლებისთვის, ახლობებისთვის. მაგრამ საკუთარი სამკერვალო? – ეს ოცნებისთვისაც მეტის-მეტად მეჩვენებოდა.
ჩემი გარემო პირობები არ მაძლევდა იმის შესაძლებლობას, რომ მემუშავა. სულ სახლში მიწევს ყოფნა. ამიტომ, კიდევ უფრო დიდი და ღირებული შესაძლებლობაა ჩემთვის საკუთარი სამკერვალო-სახელოსნოს სახლში მოწყობა.”-აღნიშნავს მაია.

CARE ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში მხარს უჭერს ქალებს, რომლებიც ქმნიან, ცვლიან, ბედავენ და იმარჯვებენ!

პროექტი ხორციელდება ქეა კავკასიის მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.