ბაზარი ორბელიანი

ბაზარი ორბელიანი

February 06, 2026
მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა ბაზარი ორბელიანზე ბრუნდება

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ბანკთან და „ბაზარი ორბელიანთან“ პარტნიორობით, აგრძელებს მეწარმე ქალების მხარდაჭერას.

ამ საერთო ინიციატივის ფარგლებში შერჩეულ მეწარმე ქალებს შესაძლებლობა ეძლევათ, უსასყიდლოდ მიიღონ მონაწილეობა გამოფენა-გაყიდვებში და საკუთარი პროდუქცია ფართო აუდიტორიას წარუდგინონ.

ამისათვის, ერთი წლის განმავლობაში „ბაზარი ორბელიანი“ ყოველთვიურად, სამი დღის განმავლობაში (პარასკევი–შაბათი–კვირა), საკუთარ სივრცეს მეწარმე ქალებს დაუთმობს, რათა მათ შეძლონ საკუთარი პროდუქციის გამოფენა და გაყიდვა.

თუ ხარ მეწარმე ქალი და გსურს, შენი პროდუქტი უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს, დარეგისტრირდი 2026 წლის 28 თებერვლამდე: https://unwmn.short.gy/unwomenmarket


მსგავსი რესურსები

უკრაინელ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა 2026
ღონისძიება

უკრაინელ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა 2026

26 მარტს, 13:00 საათზე, ფაბრიკას Jungle Room უკრაინელ მეწარმეებს უმასპინძლებს

გაიგე მეტი
თბილისის წიგნის ბაზრობა
ღონისძიება

თბილისის წიგნის ბაზრობა

მოდი 23-26 აპრილს Expo Georgia-ს XI პავილიონზე. აღმოაჩინე წიგნები, სიახლეები და ღონისძიებები

გაიგე მეტი
Forbes Women კონფერენცია
ღონისძიება

Forbes Women კონფერენცია

Forbes Georgia-ს ყოველწლიური ღონისძიება ქალი ლიდერების გასაძლიერებლად

გაიგე მეტი