ბაზრის არასტაბილურობითა და ტექნოლოგიური ცვლილებების სწრაფი ტემპით განსაზღვრულ სამყაროში, ყველაზე გამბედავი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც ლიდერს შეუძლია, საკუთარი თავის ერთგულებაა. Forbes Women Conference 2026 განკუთვნილია იმ ქალებისთვის, რომლებსაც აღარ სურთ გარემოს მიერ ნაკარნახევი სტანდარტებთან მორგება და მთავარ აქცენტს იმ უნიკალურ თვისებებზე აკეთებენ, რომლებიც მათ გამორჩეულს ხდის.
ღონისძიებაზე დაგხვდებათ:
Pechakucha-ს ფორმატში წარმოდგენილი დინამიკური პრეზენტაციები გამორჩეული ქალი სპიკერებისაგან
სიღრმისეული პანელური დისკუსია, რომელიც საკუთარ კარიერულ თუ პიროვნულ გზაზე რეფლექსიაში დაგეხმარებათ
ორი ვორქშოპი, რომელიც აწმყოსა და მომავლის პრაქტიკულ ხედვაზეა ორიენტირებული
ხელშესახები აღმოჩენები და თანამოაზრეებთან დაკავშირების შესაძლებლობა
ორი სცენა:
PechaKucha Night Stage
PechaKucha ამბის თხრობის იაპონური ფორმატია - თითოეული პრეზენტაცია შედგება 20 სლაიდისგან და თითოეულ სლაიდზე მხოლოდ 20 წამია გამოყოფილი. შედეგად, გამოსვლები არის მოკლე, დინამიკური და ცოცხალი.
Forbes Women Stage
პანელური დისკუსია და თემატური სესიები, რომლებიც ლიდერობას, გამოცდილებასა და ინდივიდუალური გზის შექმნას ეძღვნება.
ღონისძიება ჩატარდება ღვინის ქარხნის უნიკალურ სივრცეში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
Forbes Woman Conference 2026-ზე მონაწილეობის მისაღებად, მიყევით ბმულს: http://tkt.ge/LeadLikeYourself
თემა
მსგავსი რესურსები
უკრაინელ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა 2026
26 მარტს, 13:00 საათზე, ფაბრიკას Jungle Room უკრაინელ მეწარმეებს უმასპინძლებს
თბილისის წიგნის ბაზრობა
მოდი 23-26 აპრილს Expo Georgia-ს XI პავილიონზე. აღმოაჩინე წიგნები, სიახლეები და ღონისძიებები