Tech Women Community

Tech Women Community

February 08, 2026
ინოვაციური პლატფორმა ICT სექტორში ჩართული ქალებისთვის

Tech Women Community არის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც ICT სექტორში მომუშავე ქალებსა და გოგონებს აერთიანებს. პროექტი მიზნად ისახავს გაწევრებული ქალების გაძლიერებას მათი უნარების განვითარების, თანამშრომლობისა და კარიერული ზრდის მხარდაჭერის გზით.

Tech Women Community-ს ახალ წევრები ICT სექტორში გამოცდილების მიხედვით დაჯგუფდებიან, რათა მათზე მაქსიმალურად მორგებული აქტივობები დაიგეგმოს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა:

  • Networking სესიები და პროფესიონალებთან შეხვედრები

  • კარიერული განვითარება და პროფესიული ზრდის ტრენინგები

  • შრომითი უფლებები და უსაფრთხო სამუშაო გარემო

  • კეთილდღეობა და მეტალური ჯანმრთელობამენტორინგი და ლიდერობა

  • საერთაშორისო შესაძლებლობები და აკადემიური განვითარება

Tech Women Community-ში გაწევრება შეუძლია ნებისმიერ საქართველოში მცხოვრებ ქალს. წევრობის წლიური მოსაკრებელი სიმბოლურად 50 ლარს შეადგენს, რომელიც, ერთის მხრივ, აქტივობების ორგანიზებაში შეიტანს წვლილს, ხოლო, მეორეს მხრივ, თავად წევრის მოტივაციას გაზრდის შიდა აქტივობებში ჩართულობისთვის. საწევროს გადასახადის გადახდა შესაძლებელია ერთიანად ან ორ ნაწილად (25-25 ლარი). ამასთან, მოსაკრებლის გადასახადისგან გათავისუფლდებიან ის ქალები, ვისაც ფინანსური სირთულეები აქვთ და სააპლიკაციო ფორმაში აღწერენ მათ საჭიროებებს.

ქსელი დაფუძნებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, დ ბლოკისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით. Tech Women Community-ში გაწევრების მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 2026 წლის 15 მარტისა.

მსგავსი რესურსები

უკრაინელ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა 2026
ღონისძიება

უკრაინელ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა 2026

26 მარტს, 13:00 საათზე, ფაბრიკას Jungle Room უკრაინელ მეწარმეებს უმასპინძლებს

გაიგე მეტი
თბილისის წიგნის ბაზრობა
ღონისძიება

თბილისის წიგნის ბაზრობა

მოდი 23-26 აპრილს Expo Georgia-ს XI პავილიონზე. აღმოაჩინე წიგნები, სიახლეები და ღონისძიებები

გაიგე მეტი
Forbes Women კონფერენცია
ღონისძიება

Forbes Women კონფერენცია

Forbes Georgia-ს ყოველწლიური ღონისძიება ქალი ლიდერების გასაძლიერებლად

გაიგე მეტი