საქართველოს ბანკი, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) და Mastercard-თან პარტნიორობით, წარმოგიდგენს რეალურ, პრაქტიკულ შესაძლებლობას – AI სტიპენდიას გოგოებისთვის.
პროგრამა შექმნილია ნებისმიერი ასაკის გოგოსთვის და ქალისთვის, ვისაც აინტერესებს ხელოვნური ინტელექტი (AI) და სურს, გაერკვეს, როგორ გამოიყენოს ეს თანამედროვე ინსტრუმენტები სხვადასხვა სფეროში.
კიდევ რა უნდა იცოდე პროექტის შესახებ?
AI სტიპენდიის ფარგლებში საქართველოს ბანკი 6 აკადემიასა და პროფესიულ სასწავლებელთან თანამშრომლობს
სწავლის დაფინანსების მიღება შეუძლია ნებისმიერ ქალს, რომელიც დაინტერესებულია ხელოვნური ინტელექტის შესწავლით
სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები შეირჩევიან წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით
სტიპენდიის მიღების კრიტერიუმებს თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს
AI სტიპენდიის მიღება შესაძლებელია შემდეგ აკადემიებსა და პროფესიულ სასწავლებლებში:
სმარტ აკადემია – Smart Academy
თბილისის კომუნიკაციის სკოლა – Tbilisi School of Communication
ციფრული ინდუსტრიის აკადემია – Academy of Digital Industries
ეჯაილ სქული – AgileSchool
სქილვილი – Skillwill
სქეილაფი – Scale Up
პროგრამაში მონაწილეობის პროცესი რამდენიმე მარტივი ეტაპისგან შედგება:
ეწვიე ვებგვერდს: stipendia.bog.ge
შეავსე განაცხადი: მოამზადე სამოტივაციო წერილი და ნათლად ჩამოაყალიბე, რატომ გაინტერესებს ხელოვნური ინტელექტი.
გამოიყენე ეს შანსი და დარეგისტრირდი ბმულზე.
თემა
მსგავსი რესურსები
თიბისი ბიზნეს განათლება - აირჩიე შეხვედრა
მარტის თვეში დაგეგმილი ბიზნეს განათლების შეხვედრები
ძველი ნივთების მწვანე სიცოცხლე
გააცოცხლე ძველი ნივთები და შექმენი მწვანე ინოვაცია. შეცვალე გარემო შენი ხედვით.
შემოქმედებითი უნარების აკადემია
ახალი შესაძლებლობა რეგიონებში მცხოვრები შემოქმედებითი ადამიანებისთვის