გაქვს იდეა, როგორ ვაქციოთ გამოუყენებელი ნივთები სასარგებლო რესურსად? გსურს წვლილი შეიტანო გარემოს დაცვაში და თან სტარტაპ კულტურას ეზიარო? აკადემიაში სტარტაპ კვირეული „ძველი ნივთების მწვანე სიცოცხლე“ იწყება!
პროექტის მიზანია მდგრადი განვითარების, ცირკულარული ეკონომიკის, upcycling-ისა და მწვანე ინოვაციების მხარდაჭერა. ეს არის შანსი, გარდაქმნა ნარჩენები რეალურ პროექტად და მოიპოვო დაფინანსება მის განსახორციელებლად!
შეიტყვე მეტი მონაწილეობის პირობების, ვადებისა და კრიტერიუმების შესახებ:
როდის? 5 მარტი
რომელ საათზე? 16:00 სთ
სად? ონლაინ (Google Meet)
დასასწრები ბმული: https://meet.google.com/uou-uujm-srj
რატომ უნდა მიიღო მონაწილეობა?
განავითარებ კრეატიულ და ინოვაციურ აზროვნებას
იმუშავებ გუნდთან და მენტორებთან ერთად
ისწავლი იდეის დამაჯერებელ წარდგენას (pitching)
საუკეთესო იდეა/იდეები მიიღებენ დაფინანსებას (ბიუჯეტი 2000 ლარი)
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
შექმენი 2-5 კაციანი გუნდი, რომელიც შეიძლება დაკომპლექტდეს:
სტუდენტებისგან
პროფესიული მასწავლებლებისგან
აკადემიური პერსონალისგან
იყოს შერეული (სტუდენტები + პერსონალი)
გაიარე რეგისტრაცია ამ ბმულზე: https://forms.gle/E4bpP2NB4iDBiBFY7
დეტალურ დებულებას აქ გაეცნობი: https://shorturl.at/xWHkb
ჩაინიშნე მნიშვნელოვანი თარიღები:
22 მარტი – იდეების გამოგზავნის დედლაინი
30 მარტი – დასკვნითი ღონისძიება და გამარჯვებულის გამოვლენა
შემოუერთდი მწვანე ტალღას, შეცვალე გარემო შენი ინოვაციური ხედვით!
სტარტაპ კვირეულს მხარს უჭერს CENN, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში” ფარგლებში.
თემა
მსგავსი რესურსები
თიბისი ბიზნეს განათლება - აირჩიე შეხვედრა
მარტის თვეში დაგეგმილი ბიზნეს განათლების შეხვედრები
შემოქმედებითი უნარების აკადემია
ახალი შესაძლებლობა რეგიონებში მცხოვრები შემოქმედებითი ადამიანებისთვის
BoG-ის პროგრამების გზამკვლევი
რა არ უნდა გამოგრჩეს 2026 წელს? ნახე განათლების ყველა პროექტი და სტიპენდია