შემოქმედებითი უნარების აკადემია

შემოქმედებითი უნარების აკადემია

February 19, 2026
ახალი შესაძლებლობა რეგიონებში მცხოვრები შემოქმედებითი ადამიანებისთვის

ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის "შემოქმედებითი კომპასის" ფარგლებში, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი,  დიზაინის ინსტიტუტთან ერთად, შემოქმედებითი უნარების აკადემიის ბიზნესის საფუძვლების 6-თვიან პროგრამაზე აცხადებს მიღებას.

შემოქმედებითი უნარების აკადემიის მიზანია:

  • რეგიონებში მცხოვრები შემოქმედებითი ადამიანების ბიზნესთან, მეწარმეობასა და ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული უნარებითა და ცოდნით აღჭურვა

  • მონაწილეებისთვის გამოცდილების გაზიარების, კავშირების დამყარებისა და ცნობადობის გაზრდის შესაძლებლობის შექმნა

ვისთვის და რატომ არის აკადემია მნიშვნელოვანი

შემოქმედებითი უნარების აკადემია ფოკუსირებულია ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრობენ და საქმიანობენ საქართველოს რეგიონებში, რათა მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ თავიანთი რეგიონისა და საქართველოს შემოქმედებითი ეკონომიკის განვითარებაში.

აკადემიის პოტენციური მონაწილეები არიან:

  • განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი შემოქმედებითი საწარმოების წარმომადგენლები, რომელთაც ბიზნესის სტრუქტურის გამართვა ან გაფართოება სჭირდებათ

  • შემოქმედებითი ადამიანები კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის სხვადასხვა ქვე-სექტორიდან

  • კულტურის პროფესიონალები და პროექტის მენეჯერები, რომლებსაც ბიზნესისა და წარმოების მართვის უნარ-ჩვევების გაძლიერება სურთ

  • ხელოვანები, რომელთაც უკვე აქვთ იდეები, მაგრამ მათი გამყარება, სტრუქტურირება და ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოება სჭირდებათ

აკადემიის სტრუქტურა

შემოქმედებითი უნარების აკადემია აერთიანებს როგორც გრძელვადიან და სტრუქტურირებულ, ისე მოკლევადიან სასწავლო ფორმატებს. ჰიბრიდული სწავლების მოდელი ონლაინ და პირისპირ შეხვედრებს მოიცავს და ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება:

  1. შემოქმედებითი ბიზნესის საფუძვლების პროგრამა - ექვსთვიანი სასერტიფიკატო პროგრამა შერჩეული მონაწილეებისთვის.

  2. მოკლევადიანი საგანმანათლებლო შესაძლებლობები - სესიები, მასტერკლასები, პრეზენტაციები კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის ფართო ჯგუფისთვის.

მონაწილეები მიიღებენ ინდივიდუალური მენტორობისა და ექსპერტებთან ერთად მუშაობის გამოცდილებას და პრაქტიკულ ცოდნას ისეთ საკითხებში, როგორიცაა:

  • ბიზნესმოდელირება

  • ფინანსური და სამართლებრივი საფუძვლები

  • ბრენდინგი, ციფრული მარკეტინგი, გაყიდვების სტრატეგია

  • ლიდერული უნარები და პრეზენტაციის ტექნიკა

სწავლა უფასოა და მიმდინარეობს ონლაინ (გათვალისწინებულია რამდენიმე ფიზიკური შეხვედრაც).

განცხადებები მიიღება სარეგისტრაციო ბმულის საშუალებით, 9 მარტის ჩართვლით.

პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გოეთე ინსტიტუტის ვებ-გვერდზე გაეცნობი.

თემა

მსგავსი რესურსები

თიბისი ბიზნეს განათლება - აირჩიე შეხვედრა
კურსი

თიბისი ბიზნეს განათლება - აირჩიე შეხვედრა

მარტის თვეში დაგეგმილი ბიზნეს განათლების შეხვედრები

გაიგე მეტი
ძველი ნივთების მწვანე სიცოცხლე
კურსი

ძველი ნივთების მწვანე სიცოცხლე

გააცოცხლე ძველი ნივთები და შექმენი მწვანე ინოვაცია. შეცვალე გარემო შენი ხედვით.

გაიგე მეტი
BoG-ის პროგრამების გზამკვლევი
კურსი

BoG-ის პროგრამების გზამკვლევი

რა არ უნდა გამოგრჩეს 2026 წელს? ნახე განათლების ყველა პროექტი და სტიპენდია

გაიგე მეტი