ბიზნესკურსი ახალი შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ბიზნესით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს, უფასოდ სთავაზობს მრავალფეროვან ტრენინგებს, ცოდნასა და გამოცდილებას. მნიშვნელობა არ აქვს, უკვე მართავ საკუთარ ბიზნესს თუ ახლა ფიქრობ საქმიანობის დაწყებაზე - საქართველოს ბანკის ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა ნებისმიერ შემთხვევაში დიდ დახმარებას გაგიწევს. ბიზნესკურსი სხვადასხვა თემატიკის უფასო სასწავლო კურსებსა და მასტერკლასებს აერთიანებს. მათი დახმარებით შეძლებ, გაიუმჯობესო თანამედროვე ბიზნესის მართვისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, შეიძინო ახალი ცოდნა და დაამყარო მნიშვნელოვანი კავშირები.
ახალი პლატფორმის კიდევ ერთი საინტერესო მხარე ისაა, რომ ტრენინგ-კურსების დიდ ნაწილს სფეროს წამყვანი სპეციალისტები უძღვებიან და მოიცავს დამწყები მეწარმეებისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ადამიანური კაპიტალის მართვა, ელექტრონული კომერცია, საჯარო გამოსვლის უნარები, ბრენდინგი და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები.
ბიზნესკურსის პლატფორმაზე ნახავ ვიდეოებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა პროდუქციის ექსპორტი და გაყიდვები გლობალურ ონლაინ პლატფორმებზე (Amazon, Ebay). ხოლო თუ ბიზნესის დაწყებამდე ჯერ საჭირო ფინანსების დაგროვებაზე ფიქრობ, აუცილებლად დაგაინტერესებს კურსი ინვესტირების შესახებ. მისი საშუალებით ისწავლი, როგორ დაიწყო $1-დან ვაჭრობა საფონდო ბირჟაზე და გახდე ინვესტორი.
კურსების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, გადადი ვებგვერდზე.
თემა
მსგავსი რესურსები
თიბისი ბიზნეს განათლება - აირჩიე შეხვედრა
მარტის თვეში დაგეგმილი ბიზნეს განათლების შეხვედრები
ძველი ნივთების მწვანე სიცოცხლე
გააცოცხლე ძველი ნივთები და შექმენი მწვანე ინოვაცია. შეცვალე გარემო შენი ხედვით.
შემოქმედებითი უნარების აკადემია
ახალი შესაძლებლობა რეგიონებში მცხოვრები შემოქმედებითი ადამიანებისთვის