BoG-ის პროგრამების გზამკვლევი

BoG-ის პროგრამების გზამკვლევი

February 14, 2026
რა არ უნდა გამოგრჩეს 2026 წელს? ნახე განათლების ყველა პროექტი და სტიპენდია

საქართველოს ბანკი 2026 წელსაც აგრძელებს განათლების მხარდაჭერას და ახალი შესაძლებლობების შექმნას.

ამ ბლოგში ნახავ ყველა საგანმანათლებლო პროექტს. შეარჩიე შენთვის საინტერესო და არ გამოგრჩეს რეგისტრაციის თარიღები.

მოსწავლეებისთვის

თუ სკოლაში სწავლობ და გაინტერესებს ტექნოლოგიები, მეცნიერება ან უბრალოდ ახალი გამოწვევები გიზიდავს, წელს რამდენიმე მასშტაბური პროექტი გელოდება.

კომაროვის სკოლასთან ერთად შექმნილ STEM სკოლაში VII-XI კლასის მოსწავლეები დისტანციურად ეუფლებიან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ეს არის პირველი ნაბიჯები პროგრამირებისა და ტექნოლოგიების სფეროში. საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეებს საქართველოს ბანკი სრულად ან ნაწილობრივ უფინანსებს სწავლას.

გაზაფხულის სემესტრისთვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო, მეორე მიღება შემოდგომის სემესტრში გამოცხადდება.

თუ გუნდური შეჯიბრი უფრო გიზიდავს, კომაროვის სკოლასთან პარტნიორობით შექმნილი STEM ოლიმპიადა საუკეთესო გამოწვევაა. აქ შეგიძლია შეკრა 5-წევრიანი გუნდი, წარმოადგინო შენი სკოლა და მოიგო 10 000 ლარი სკოლის განვითარებისთვის. ოლიმპიადაზე თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული ინჟინერიაც ფასდება, საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს კი განსაკუთრებული საჩუქრები ელით.

მომდევნო ნაკადის რეგისტრაცია 2026 წლის შემოდგომის სემესტრში დაიწყება.

პროგრამირების შესწავლას თუ აპირებ, Code IT სწორედ შენთვისაა. პროექტის ფარგლებში 14-18 წლის მოზარდებს შეუძლიათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტექნოპარკებში სრულიად უფასოდ დაეუფლონ კოდირების საფუძვლებს (HTML, CSS, JavaScript).

გაზაფხულის სემესტრის რეგისტრაცია უკვე დაიწყო (22 თებერვლამდე გაგრძელდება), წლის მეორე ნაკადის რეგისტრაცია კი შემოდგომის სემესტრში დაიწყება.

I-VI კლასის მოსწავლეებისთვის წელსაც გაიმართება ევერესტის ოლიმპიადა, რომლის გენერალური სპონსორიც საქართველოს ბანკია. ოლიმპიადა საუკეთესო შესაძლებლობაა, მოსწავლემ ადრეული ასაკიდანვე დაიჯეროს საკუთარი ძალების, დაძლიოს შეჯიბრის შიში და მათემატიკა რთული საგნიდან სახალისო თავგადასავლად აქციოს.

რეგისტრაცია 23 თებერვლიდან იწყება.

თუ საჯარო გამოსვლები და ინგლისური ენა გაინტერესებს და ხარ 16-20 წლის, საჯარო მეტყველების კონკურსი გელოდება. გაქვს შანსი, მოიპოვო საგზური ლონდონში და მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფინალში, სადაც წარმატებულ თანატოლებს შეხვდები სხვადასხვა ქვეყნიდან.

კონკურსზე რეგისტრაცია 12 მარტის ჩათვლით შეგიძლია, ამისთვის მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ნომერი და მეილი) უნდა გადააგზავნო მეილზე Britishcorner@gmail.com

სტუდენტებისთვის

სტუდენტობა განვითარება, ახალი ინტერესების, უნარების აღმოსაჩენის საინტერესო გზაა. საქართველოს ბანკის მრავალფეროვანი პროექტები გეხმარება, რომ ამ გზაზე არ გაჩერდე.

თუ ხარ ბაკალავრიატის სტუდენტი 21 პარტნიორი უნივერსიტეტიდან ერთ-ერთში და გაქვს მაღალი აკადემიური მოსწრება, გაქვს შანსი მოიპოვო სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. ნახე სრული გზამკვლევი სტუდენტებისთვის.

განცხადების შეტანას შემოდგომის სემესტრში შეძლებ.

პროგრამა საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ავტორის სახელს ატარებს. სტიპენდია 4 პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მოიპოვონ სწავლის 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება და გააგრძელონ დიდი არქიტექტურული ტრადიცია.

სტუდენტების რეგისტრაცია შემოდგომის სემესტრში დაიწყება.

ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის

თუ შენი მიზანი მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებაა, საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად სრული დაფინანსების შესაძლებლობას გთავაზობს.

ფულბრაიტი ამერიკის და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის უნიკალური შანსია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენო. საქართველოს ბანკის სტიპენდია სრულად ფარავს აშშ-ში 2-წლიანი სამაგისტრო პროგრამის ყველა ხარჯს: სწავლის საფასურს, მგზავრობას, ვიზასა და ცხოვრების ხარჯებსაც კი.

2027-28 სასწავლო წლისთვის განცხადების წარსადგენად 2026 წლის მაისში უნდა იყო მზად.

ჩივნინგი გაძლევს შესაძლებლობას, მიიღო განათლება დიდ ბრიტანეთში და გახდე შენი სფეროს ლიდერი. მთავარია გქონდეს ამბიცია, შეცვალო გარემო უკეთესობისკენ. პროგრამა მრავალფეროვანია შეგიძლია შეარჩიო კურსი ნებისმიერი მიმართულებით. დაფინანსება კი მოიცავს როგორც სწავლის, ისე ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯებს.

2027 სასწავლო წლისთვის მზადება უკვე უნდა დაიწყო, საბუთების მიღება კი აგვისტოდან დაიწყება.

თუ კრეატიული ინდუსტრია გაინტერესებს, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია უნიკალური  შესაძლებლობაა. სტიპენდია საშუალებას გაძლევს, ისწავლო და გაიარო სტაჟირება ბერლინში, მსოფლიოში ცნობილ Miami Ad School Europe-ში 100%-იანი დაფინანსებით და მიიღო სტიპენდია ცხოვრებისთვის.

განცხადებების მიღება ზაფხულიდან დაიწყება.

განვითარება უწყვეტი პროცესია და ახალი პროფესიის შესწავლა არასდროსაა დაგვიანებული. მთავარია, არასოდეს შეწყვიტო წინსვლა და საკუთარი თავის აღმოჩენა.

თუ ახალი საქმის დაწყება ან კვალიფიკაციის ამაღლება გინდა, ეს პროექტი სწორედ შენთვისაა. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია სრული დაფინანსებით შეისწავლოს პროგრამირება, დიზაინი, კულინარია და სხვა მოთხოვნადი პროფესიები 7 წამყვან აკადემიაში.

პროფესიულ აკადემიებში რეგისტრაციას შემოდგომის სემესტრიდან შეძლებ.

ტექნოლოგიურ სფეროში ქალების გაძლიერების მიზნით, საქართველოს ბანკმა პარტნიორ აკადემიებთან ერთად სპეციალური პროგრამა შექმნა. თუ გაინტერესებს მომავლის ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ არ იცი, საიდან დაიწყო, აუცილებლად სცადე და მიიღე 100%-იანი AI სტიპენდია.

რეგისტრაცია  შემოდგომის სემესტრიდან გამოცხადდება.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გლობალური კამპანიის ნაწილია, მონაწილეობის მიღება კი ნებისმიერ პედაგოგს შეუძლია. კონკურსის მიზანია, საზოგადოებას გააცნოს და დააფასოს ის ენთუზიასტი ადამიანები, რომლებიც ცოდნის გაზიარებით უკეთეს მომავალს ქმნიან მთელი ქვეყნისთვის.

2026 წელს კონკურსზე განცხადებების მიღება მარტიდან დაიწყება.

თბილისის წიგნის დღეები

ლიტერატურის მოყვარულებისთვის წლის ბოლოს ტრადიციულად გაიმართება თბილისის წიგნის დღეები Expo Georgia-ში, სადაც შეძლებ შეხვდე ავტორებს, დაესწრო სემინარებს და შეიძინო წიგნები სპეციალური პირობებით.

ყველა დიდი წარმატება მცდელობით და არდანებებით იწყება. ნუ შეუშინდები ახალ გამოწვევებს, აუცილებლად სცადე და არ გაჩერდე განათლების გზაზე. თუ გინდა, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და სასურველ პროექტზე რეგისტრაციის დედლაინები არ გამოგრჩეს, თვალი ადევნე საქართველოს ბანკის ბლოგებს და ვებ-გვერდს: ganatleba.bog.ge

თემა

მსგავსი რესურსები

თიბისი ბიზნეს განათლება - აირჩიე შეხვედრა
კურსი

თიბისი ბიზნეს განათლება - აირჩიე შეხვედრა

მარტის თვეში დაგეგმილი ბიზნეს განათლების შეხვედრები

გაიგე მეტი
ძველი ნივთების მწვანე სიცოცხლე
კურსი

ძველი ნივთების მწვანე სიცოცხლე

გააცოცხლე ძველი ნივთები და შექმენი მწვანე ინოვაცია. შეცვალე გარემო შენი ხედვით.

გაიგე მეტი
შემოქმედებითი უნარების აკადემია
კურსი

შემოქმედებითი უნარების აკადემია

ახალი შესაძლებლობა რეგიონებში მცხოვრები შემოქმედებითი ადამიანებისთვის

გაიგე მეტი