კრედო ბანკი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, გთავაზობთ შესაძლებლობას, რომ სრულიად უფასოდ შეისწავლოთ მომავლის პროფესიები და დისტანციურად დაიწყოთ კარიერა.
2025 წლის 15 სექტემბერს, კრედო ბანკის დაფინანსებით, 25-მა ახალგაზრდამ სწავლა დაიწყო ისეთ ტექნოლოგიურ პროფესიებზე, როგორებიცაა:
· IT პროგრამების მართვა და ანალიზი
· Front-end დეველოპმენტი
· გრაფიკული და UX/UI დიზაინი
პროექტში მონაწილეობა მიიღეს რეგიონში მცხოვრებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა და სოციალურად დაუცველმა მოქალაქეებმა, რომლებსაც მიეცათ შესაძლებლობა, რომ სრულიად უფასოდ შეესწავლათ ყველაზე მოთხოვნადი მომავლის პროფესიები.
კურსებს კრედო ბანკის პარტნიორი - სქილვილი უძღვება, რომლის ჩართულობითაც ბანკმა არაერთი პროექტი განახორციელა.
2024 წელს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კრედო ბანკმა 70-ზე მეტი მონაწილე დააფინანსა კახეთის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის რეგიონებში. 2025 წლის ბოლომდე, ისევ იგეგმება აკადემიური ნაკადის ორგანიზება, რომლის ფარგლებშიც, დამატებით 25 ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა, რომ ისწავლოს მომავლის პროფესიები და აღმოაჩინოს ახალი შესაძლებლობები.
კრედო ბანკი აგრძელებს განათლების ხელმისაწვდომობის და კარიერული შესაძლებლობების გაზრდას საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის. თუ ცხოვრობ რომელიმე სამიზნე რეგიონში და გსურს ჩაერთო პროგრამის შემდეგი ეტაპის კურსებზე, გადადი ვებ-გვერდზე და გაიგე მეტი.
თემა
მსგავსი რესურსები
თიბისი ბიზნეს განათლება - აირჩიე შეხვედრა
მარტის თვეში დაგეგმილი ბიზნეს განათლების შეხვედრები
ძველი ნივთების მწვანე სიცოცხლე
გააცოცხლე ძველი ნივთები და შექმენი მწვანე ინოვაცია. შეცვალე გარემო შენი ხედვით.
შემოქმედებითი უნარების აკადემია
ახალი შესაძლებლობა რეგიონებში მცხოვრები შემოქმედებითი ადამიანებისთვის