მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს ბანკი ბიზნესის, შვედეთისა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ხელშეწყობით ხორციელდება და ინოვაციური იდეების მქონე ქალ ლიდერებს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს. მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა წელიწადში ოთხჯერ იმართება.
პროგრამა გთავაზობთ დამწყები მეწარმეებისთვის სპეციალურად შემუშავებულ სამ კურსს businesscourse.ge-ზე, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მიიღებთ სერტიფიკატებს. ასევე, ჩაერთვებით პირისპირი სწავლების პროცესში, სადაც წამყვანი ექსპერტები ბიზნესის მართვასთან დაკავშირებით საკუთარ ცოდნას გაგიზიარებენ. შემდეგ ეტაპზე, ჯგუფურ და ინდივიდუალურ მხარდაჭერას მიიღებთ პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის.
პროგრამის წარმატებულად გავლის შემთხვევაში, ისარგებლებთ გრანტის მიღების შესაძლებლობით − საგრანტო კონკურსში მონაწილეობას შეძლებთ მხოლოდ მაშინ, თუ გავლილი გექნებათ ინტენსიური სწავლების ეტაპი. გრანტის მოპოვების შემთხვევაში, პროგრამა მხარს დაგიჭერთ თქვენი პროექტის განხორციელების პროცესში.
ბიზნეს უნარების განვითარებისა და დაფინანსების მოპოვების შესაძლებობასთან ერთად, თქვენ შეიძენთ ახალ პროფესიულ კონტაქტებს. ასევე, მონაწილეობას მიიღებთ წარმატებული ბიზნესის ლიდერების შეხვედრებზე.
რეგისტრაციის თარიღებისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციისთვის, გადადი ბმულზე.
თემა
მსგავსი რესურსები
თიბისი ბიზნეს განათლება - აირჩიე შეხვედრა
მარტის თვეში დაგეგმილი ბიზნეს განათლების შეხვედრები
ძველი ნივთების მწვანე სიცოცხლე
გააცოცხლე ძველი ნივთები და შექმენი მწვანე ინოვაცია. შეცვალე გარემო შენი ხედვით.
შემოქმედებითი უნარების აკადემია
ახალი შესაძლებლობა რეგიონებში მცხოვრები შემოქმედებითი ადამიანებისთვის