“ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში” პროექტის ფარგლებში მესამე ნაკადის ბენეფიციარების რეგისტრაცია დაიწყო! ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია ტექნოლოგიურ სექტორში ქალების გაძლიერება და განვითარება მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარების მომზადება მიმდინარეობს ერთ-ერთ ტექ მიმართულებაში:
Front-end დეველოპმენტი
კიბერ უსაფრთხოება
გრაფიკული დიზაინი
UI/UX დიზაინი
ციფრული მარკეტინგი
დეტალური ინფორმაცია პროექტის და რეგისტრაციის შესახებ იხილეთ ბმულზე.
პროექტის მიზნობრივი ჯგუფია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მცხოვრები/რეგისტრირებული 18+ წლის ქალები საბაზისო ტექნოლოგიური და ინგლისური ენის უნარებით.
დაინტერესებული პირების რეგისტრაცია მიმდინარეობს ამ ბმულზე.
ბენეფიციართა რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2026 წლის 1 მაისი, 16:00 საათი.
პროგრამის/სწავლების განხორციელების ვადები: ივლისი-ნოემბერი, 2026.
რეგიონებში მცხოვრები ქალების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს შემდეგ ქალაქებში:
27 მარტი, 13:00 საათი – გორი, Gori Inn | დ. გურამიშვილის 1
30 მარტი, 13:00 საათი - თელავი, GITA | შ. რუსთაველის 11
2 აპრილი, 14:00 საათი - ზუგდიდი, GITA | ლაღიძის 2
3 აპრილი, 10:00 საათი - ბათუმი, GITA | გ. ლეონიძის 15
3 აპრილი, 14:00 საათი - ოზურგეთი , GITA | ნინოშვილის 5
4 აპრილი, 12:00 საათი - ქუთაისი, Grand Opera | შ. რუსთაველის 4
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერითა და ლიეტუვური ორგანიზაცია Women Go Tech-ის ჩართულობით.
თემა
მსგავსი რესურსები
თანამედროვე ბიზნესის გამოწვევები
საჯარო ლექცია: საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
თიბისი ბიზნეს განათლება - აირჩიე შეხვედრა
მარტის თვეში დაგეგმილი ბიზნეს განათლების შეხვედრები
ძველი ნივთების მწვანე სიცოცხლე
გააცოცხლე ძველი ნივთები და შექმენი მწვანე ინოვაცია. შეცვალე გარემო შენი ხედვით.