ქალთა ეკონომიკური გაძლიერება რეგიონებში

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება რეგიონებში

December 16, 2025
კრედო ბანკის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტი რეგიონებში

კრედო ბანკი, გაეროსთან და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) ერთად, რეგიონებში მცხოვრები ქალი მეწარმეების ეკონომიკური გაძლიერებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში, გურიაში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ქალ მეწარმეებს ჩაუტარდათ სხვადასხვა სახის ტრენინგი ციფრული ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

პროექტის ფარგლებში, აქცენტი გაკეთდა ისეთ ციფრულ უნარებზე, რომელიც მეწარმე ქალებს თავიანთი საქმიანობის და ბიზნესის ონლაინ სივრცეში განვითარების შესაძლებლობას აძლევს. მათ შორის:

  • ციფრული მარკეტინგი და კონტენტის შექმნა – Canva, სოციალური მედიის პლატფორმების (Facebook/Instagram, Business Suite, Ads Manager) ეფექტიანი გამოყენება.

  • ციფრული სერვისები ბიზნესისთვის – თანამედროვე საბანკო სერვისები, Mycredo აპლიკაცია და ბიზნეს ინტერნეტ ბანკი, როგორც ეფექტიანობისა და პროცესების გამარტივების ინსტრუმენტები.

  • ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ყოველდღიურ საქმიანობაში – AI ინსტრუმენტები მარკეტინგისთვის, მომხმარებელთან კომუნიკაციისა და სამუშაო პროცესების გამარტივებისთვის.

  • Excel-ის ძირითადი ფუნქციები და ფორმულები – უნარების გაუმჯობესება მონაცემების დამუშავებისა და ფინანსური დაგეგმვის მიმართულებით.

  • ფინანსური მართვა – კომპანიის ფინანსური ანალიზისა და ბრუნვის მართვის პრაქტიკული მიდგომები.

პროექტი მომავალშიც აპირებს ქალების მიერ მართული ბიზნესების მხარდაჭერას, მათი ფინანსური შესაძლებლობების გაძლიერებისა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების მიზნით.

თუ ხარ ქალი, ცხოვრობ სოფელში და დაინტერესდი ამ შესაძლებლობით, დამატებით ინფორმაციას კრედო ბანკის ვებ-გვერდზე გაეცნობი.

თემა

მსგავსი რესურსები

თიბისი ბიზნეს განათლება - აირჩიე შეხვედრა
კურსი

თიბისი ბიზნეს განათლება - აირჩიე შეხვედრა

მარტის თვეში დაგეგმილი ბიზნეს განათლების შეხვედრები

გაიგე მეტი
ძველი ნივთების მწვანე სიცოცხლე
კურსი

ძველი ნივთების მწვანე სიცოცხლე

გააცოცხლე ძველი ნივთები და შექმენი მწვანე ინოვაცია. შეცვალე გარემო შენი ხედვით.

გაიგე მეტი
შემოქმედებითი უნარების აკადემია
კურსი

შემოქმედებითი უნარების აკადემია

ახალი შესაძლებლობა რეგიონებში მცხოვრები შემოქმედებითი ადამიანებისთვის

გაიგე მეტი