საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Civitta, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ქალი მეწარმეების გასაძლიერებლად ახალ WeVenture პროექტს იწყებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დახვეწონ საკუთარი სამეწარმეო უნარები, განავითარონ ბიზნეს-მოდელები და გააფართოვონ პროფესიული ქსელი.
WeVenture აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ სესიებს შემდეგ თემებზე:
სამეწარმეო აზროვნების გაუმჯობესება
ბაზრის კვლევა და სამიზნე აუდიტორის იდენტიფიცირება
ფინანსური მოდელების და სტრატეგიების შექმნა
ფინანსების მოძიება
ინვესტორებთან მოლაპარაკებების წარმოება
შერჩეული მეწარმეები ჩაერთვებიან 12-კვირიან ინტერაქციულ ტრენინგებსა და ინდივიდუალურ სესიებში, რომელსაც წამყვანი ტრენერები და გამოცდილი ინვესტორები წარუძღვებიან. პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეები საკუთარ ბიზნეს იდეებს, ჟიურის წინაშე, Demo Day-ზე წარადგენენ. საუკეთესო შეფასებების მქონე ქალი მეწარმეები მიიღებენ ფულად და სხვა სახის პრიზებს.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა - 5 დეკემბერი.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გადადი ბმულზე და შეავსე სააპლიკაციო ფორმა.
თემა
მსგავსი რესურსები
თანამედროვე ბიზნესის გამოწვევები
საჯარო ლექცია: საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
თიბისი ბიზნეს განათლება - აირჩიე შეხვედრა
მარტის თვეში დაგეგმილი ბიზნეს განათლების შეხვედრები
ძველი ნივთების მწვანე სიცოცხლე
გააცოცხლე ძველი ნივთები და შექმენი მწვანე ინოვაცია. შეცვალე გარემო შენი ხედვით.