ბაზრის კვლევა - საქართველო, სომხეთი

ბაზრის კვლევა - საქართველო, სომხეთი

March 05, 2026
ქალ მეწარმეებზე მორგებული ფინანსური და არაფინანსური სერვისები საქართველოსა და სომხეთში

ორგანიზაცია ქეა კავკასიამ დაასრულა ბაზრის კვლევის და ერთობლივი რეკომენდაციების შემუშავების პროცესი თემაზე: ქალ მეწარმეებზე მორგებული ფინანსური და არაფინანსური სერვისები საქართველოსა და სომხეთში.

კვლევის დროს გამოიკვეთა სხვადასხვა კრიტიკული ხარვეზი. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ქალი მეწარმეები წარმატებით ოპერირებენ სხვადასხვა სექტორში (ხელსაქმე, საცალო ვაჭრობა, ტურიზმი), ისინი კვლავ აწყდებიან გამოწვევებს შეღავათიან ფინანსებზე წვდომისა და ტექნიკური დახმარების მიღების კუთხით. ამასთანავე, ქალთა ეკონომიკურ მონაწილეობას აფერხებს შეზღუდული მობილობა (ქალების მხოლოდ 10.4% ფლობს საკუთარ ავტომობილს) და სოფლის დასახლებებში არსებული გაუმართავი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.

ამ საკითხების გადასაჭრელად, ანგარიშში წარმოდგენილია შვიდი რეკომენდაცია ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რათა უკეთესი მომსახურება გაუწიონ ქალების მიერ მართულ მიკრო და მცირე საწარმოებს, ორივე ქვეყანაში.

მიგნებები ცხადყოფს, რომ პრობლემების გადასაჭრელად მხოლოდ ფინანსური რესურსი არ არის საკმარისი. ხელმისაწვდომ კრედიტთან ერთად, ფინანსურმა ინსტიტუტებმა უნდა უზრუნველყონ ტექნიკური დახმარება, გამოცდილების გაზიარება (peer learning) და კვალიფიკაციის ამაღლებაზე მიმართული ვორქშოპები, რათა სულ სხვა დონეზე აიყვანონ სოფლად მცხოვრები თემების ეკონომიკური განვითარების პოტენციალი.

კვლევით დოკუმენტს და შესაბამის რეკომენდაციებს თანდართული ფაილის სახით გაეცნობი.

მსგავსი რესურსები

სტრატეგიული გზამკვლევი
კვლევა

სტრატეგიული გზამკვლევი

ტრანსსასაზღვრო ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება საქართველოსა და სომხეთში

გაიგე მეტი