სტრატეგიული გზამკვლევი

სტრატეგიული გზამკვლევი

March 05, 2026
ტრანსსასაზღვრო ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება საქართველოსა და სომხეთში

ორგანიზაცია ქეა კავკასიამ მოამზადა სტრატეგიული გზამკვლევი: „ტრანსსასაზღვრო ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება საქართველოსა და სომხეთში.“

კვლევის დროს ჩატარდა 22 სიღრმისეული ინტერვიუ და ოთხი ფოკუს-ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 44-მა მეწარმე ქალმა საქართველოდან (კახეთი და ქვემო ქართლი) და სომხეთიდან (ლორი, ტავუში და შირაქი). დოკუმენტი ეფუძნება მეორად წყაროებსაც, მათ შორის აკადემიურ ლიტერატურას, პროგრამულ ანგარიშებს და სექტორულ შეფასებებს.

კვლევამ აჩვენა ცოდნის გაზიარების მაღალი ინტერესი ორივე მხრიდან. მაგალითად, ქართველი მეწარმეები დაინტერესებულნი არიან ჩირის წარმოების სომხური ტექნოლოგიების ათვისებით, ხოლო სომეხ პარტნიორებს სურთ ქართული ღვინის ტურიზმის მოდელების ადაპტირება. მიღებული მიგნებების პრაქტიკაში დასანერგად, ანგარიში გვთავაზობს განვითარების სამ-ეტაპიან მიდგომას:

  1. ცოდნის გაზიარება

ინტენსიური ვორქშოპების ჩატარება ხელსაქმის, კვების პროდუქტების წარმოებისა და ციფრული პლატფორმების მიმართულებით.

  1. ბიზნესკავშირების ფორმალიზება

რეგიონული პარტნიორობების ჩამოყალიბება მეწარმეებს, საოჯახო სასტუმროებსა და ტურ-ოპერატორებს შორის.

  1. გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფა

აღჭურვილობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, უნარების განვითარება და პროფესიული ასოციაციების შექმნა.

კვლევამ აჩვენა, რომ პრიორიტეტი ენიჭება ბაზარზე ორიენტირებულ ზრდას, რაც მოიცავს, როგორც წარმოებასა და ცოდნის გაღრმავებას, ისე გრძელვადიანი კომერციული პარტნიორობის განვითარებას.

კვლევით დოკუმენტს თანდართული ფაილის სახით გაეცნობი.

მსგავსი რესურსები

ბაზრის კვლევა - საქართველო, სომხეთი
კვლევა

ბაზრის კვლევა - საქართველო, სომხეთი

ქალ მეწარმეებზე მორგებული ფინანსური და არაფინანსური სერვისები საქართველოსა და სომხეთში

გაიგე მეტი