სოციალური საწარმო ,,ესკი" სოციალურ საწარმოთა ალიანსის მიერ შეიქმნა და სოციალური საწარმოების მრავალფეროვან პროდუქციას ერთ სივრცეში აერთიანებს.
სოციალურ საწარმო ,,ესკის" ძირითადი მიზნებია:
ხელი შეუწყოს სოციალურ მეწარმეებს პროდუქციის რეალიზაციაში და ეკონომიკურად გააძლიეროს ისინი
აამაღლოს ცნობიერება სოციალური მეწარმეობის კონცეფციისა და ქართული სოციალური საწარმოების შესახებ ფართო საზოგადოებაში
ხელი შეუწყოს სოციალურად პასუხისმგებლიანი შესყიდვების ქცევის მომხმარებელში გამომუშავებას
"ესკი" განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმ სოციალური საწარმოებისთვის, რომლებსაც დამოუკიდებელი სივრცე არ აქვთ პროდუქციის რეალიზაციისთვის, ხოლო დანარჩენებისთვის შემოსავლის დამატებითი წყარო გახდა. მაღაზიაში თითოეული შენაძენით, შენ შეგიძლია წაახალისო მწვანე ინიციატივები, გააძლიერო ქალები და შშმ პირები, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასაც კი შეუწყო ხელი. არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი მისია, გადაჭარბებული სულაც არაა, რადგან „ესკი” თავს უყრის 30-ამდე სოციალური საწარმოს 650-ზე მეტი დასახელების ნივთს.
"გულწრფელად მჯერა, რომ სამყაროში ინდივიდუალურ ქცევას დიდი გავლენა აქვს და დადებით ცვლილებამდე მივყავართ. ჩვენს გარემოში არსებობენ ადამიანები, რომელთაც მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ. სულ მახსოვს ერთი ქალბატონის პასუხი, როდესაც სოციალური საწარმოს სიკეთესა და გავლენაზე ვკითხე: ამ საქმიანობამ, ლაპარაკი ხელახლა მასწავლა" – ამბობს „ესკის" ხელმძღვანელი სალომე კუსიანი.
თემა
მსგავსი რესურსები
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი
პროგრესული მომავლის შექმნა მდგრადი მიდგომებით და ბიზნესის ჩართულობით
“EU-Link" ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად
საკონსულტაციო სერვისები მცირე და საშუალო მეწარმეების ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად
BDO საქართველო - 25 წელი თქვენს სამსახურში
პრემიუმ აუდიტორული და საკონსულტაციო მომსახურება ქართული და საერთაშორისო ბიზნესებისთვის