გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი

March 25, 2026
პროგრესული მომავლის შექმნა მდგრადი მიდგომებით და ბიზნესის ჩართულობით

გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას. გაეროს გლობალური შეთანხმება აერთიანებს 23 000+ მონაწილეს 160-ზე მეტი ქვეყანიიდან.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი 2016 წელს დაარსდა და მისი წევრები კომპანიები, ბიზნეს ასოციაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საგანმანათლებლო/აკადემიური დაწესებულებები არიან. ქსელის მისიაა საქართველოში გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის მხარდაჭერა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივებს შორისაა კორპორაციული მდგრადობის ჯილდო, კორპორაციული მდგრადობის აკადემია და SDG კომპასი.

კორპორაციული მდგრადობის ჯილდო

ეს არის ჯილდო ბიზნესისთვის, რომელიც არის პროგრესული, თანამედროვე, ღირებულებებზე დაფუძნებული კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა ეყრდნობა მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის.

კორპორაციული მდგრადობის აკადემია

კორპორაციული მდგრადობის სასერტიფიკატო კურსს უძღვებიან მაღალკვალიფიციური ლექტორები - კერძო და საჯარო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

SDG კომპასი - მდრადი მომავლის მონახაზი

SDG კომპასი სახელმძღვანელოა კომპანიებისთვის. კომპასი გვეხმარება განვსაზღვროთ მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგია და დავნერგოთ აღნიშნული პრინციპები ორგანიზაციის ყოველდღიურობაში.

გაიგე მეტი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრებისა და პროექტების შესახებ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

მსგავსი რესურსები

ესკი - სოციალური კონცეფციის მაღაზია
ბიზნეს კონსულტაცია

ესკი - სოციალური კონცეფციის მაღაზია

გააკეთე შენი სოციალური შენაძენი ან განათავსე სოციალური ნაწარმი აქ

გაიგე მეტი
“EU-Link" ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად
ბიზნეს კონსულტაცია

“EU-Link" ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად

საკონსულტაციო სერვისები მცირე და საშუალო მეწარმეების ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად

გაიგე მეტი
BDO საქართველო - 25 წელი თქვენს სამსახურში
ბიზნეს კონსულტაცია

BDO საქართველო - 25 წელი თქვენს სამსახურში

პრემიუმ აუდიტორული და საკონსულტაციო მომსახურება ქართული და საერთაშორისო ბიზნესებისთვის

გაიგე მეტი