მცირე და საშუალო საწარმოების (SME) მხარდასაჭერად იწყება ახალი პროგრამა "EU-Link", რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული ბიზნესების დაკავშირებას პოტენციურ მყიდველებთან, პარტნიორებთან ან ინვესტორებთან ევროკავშირის პრიორიტეტულ საექსპორტო ბაზრებზე.
პროგრამის ფარგლებში, კონკურსით შერჩეული კომპანიები მიიღებენ თანადაფინანსებას ევროკავშირის ქვეყნებში მომუშავე დარგობრივი ექსპერტებისა და სხვა შესაბამისი კონსულტანტების მიერ მათთვის სერვისების გაწევის მიზნით.
საკონსულტაციო მომსახურების შედეგად საწარმოები შეძლებენ:
წარადგინონ პროდუქცია ან/და მომსახურება ახალ სამომხმარებლო ბაზრებზე ევროკავშირში
მოიძიონ და დაუკავშირდნენ უცხოელ პარტნიორებს
მიიღონ დეტალური ინფორმაცია საექსპორტო ქვეყნების შესახებ, მათ შორის ინფორმაცია ბაზრის ტენდენციების, მარკეტინგული შესაძლებლობების, სამართლებრივი და კულტურული ბარიერების შესახებ.
დეტალურ ინფორმაციას ამ ბმულზე გაეცნობი: jobs.ge/ge/?view=jobs&id=699390
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 5 აპრილი
ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „წვდომა საექსპორტო ბაზრებზე“ ფარგლებში.
თემა
მსგავსი რესურსები
BDO საქართველო - 25 წელი თქვენს სამსახურში
პრემიუმ აუდიტორული და საკონსულტაციო მომსახურება ქართული და საერთაშორისო ბიზნესებისთვის