საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) აგრძელებს მასშტაბურ პროექტს და აცხადებს რეგისტრაციას „5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამის“ ახალ ეტაპზე. მეოთხე ნაკადის ფარგლებში კიდევ 1000 ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა, დაეუფლოს მოთხოვნად ციფრულ პროფესიებს და დაიწყოს კარიერა ტექნოლოგიურ სექტორში.
პროგრამა ინიციატივა Do IT in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომლის მთავარი ორიენტირი IT სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის ცოდნის გადაცემა და მათი კარიერული ხელშეწყობაა. აღსანიშნავია, რომ მეოთხე ნაკადისთვის სასწავლო მოდულები კიდევ უფრო გაფართოვდა და პროგრამას დაემატა ხელოვნური ინტელექტის (AI) მიმართულებები: AI Engineering & Data და Creative AI & Prompting.
IT კურსების შესახებ ინფორმაცია სრულად არის თავმოყრილი ინტეგრირებულ ონლაინ პლატფორმაზე - edu.doit.gov.ge. აღნიშნული რესურსი მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ერთიან სივრცეში გაეცნონ პროფესიული განვითარების ყველა შესაძლებლობას, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს კარიერული გზის შერჩევას ციფრულ ინდუსტრიაში.
დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა 29 მარტის ჩათვლით შეუძლიათ.
თემა
მსგავსი რესურსები
ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი
“აწარმოე საქართველოში” ექსპორტის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას გთავაზობთ
ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება
ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსი ახალგაზრდების განვითარებისთვის
ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის
25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის - აჭარა, გურია, იმერეთი