საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის. მიმდინარე საგრანტო კონკურსით ფინანსდება პროექტები აჭარის, გურიის და იმერეთის რეგიონებიდან
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში:
ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას
ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას
საგრანტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
დამფუძნებლების კომპეტენციები
ინოვაციური პროდუქტი/სერვისი
სამიზნე ბაზარი/კონკურენტული უპირატესობა
რეგიონის განვითარება და მასშტაბირების პოტენციალი
აღნიშნული პროგრამა თქვენთვისაა:
თუ მუშაობთ ინოვაციურ მოწყობილობასა ან/და პროგრამაზე, ხართ სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი ან აპირებთ დარეგისტრირებას აღნიშნულ რეგიონში.
დამატებითი ინფორმაციისთვის გადადი ბმულზე:
თემა
მსგავსი რესურსები
5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადება
მეოთხე ნაკადის მიღება GITA-ს პროგრამაზე: 5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადება გრძელდება
ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი
“აწარმოე საქართველოში” ექსპორტის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას გთავაზობთ
ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება
ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსი ახალგაზრდების განვითარებისთვის