ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება. კონკურსის მიზანია ახალგაზრდული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა იმ პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც ახალგაზრდული სფეროსა და ახალგაზრდების განვითარებას ემსახურება.
საგრანტო კონკურსის პრიორიტეტებია:
ახალგაზრდებში მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციების განვითარება
მშვიდობის მშენებლობა, კონფლიქტების ტრანსფორმაცია, ინტერკულტურული დიალოგი, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია
ახალგაზრდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა, აქტიური მოქალაქეობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის ხელშეწყობა
ახალგაზრდული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან მის მიმდებარედ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდული სერვისების შექმნა და განხორციელება
ახალგაზრდების ფიზიკური, მენტალური ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს - ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ახალგაზრდების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.
კონკურსის საერთო ბიუჯეტი 1 200 000 ლარს შეადგენს. ერთი საგრანტო განაცხადის მაქსიმალური ბიუჯეტია - 100 000 ლარი.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2026 წლის 5 თებერვლიდან 2026 წლის 27 თებერვლის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე - grants-1@youthagency.gov.ge
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
თემა
მსგავსი რესურსები
5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადება
მეოთხე ნაკადის მიღება GITA-ს პროგრამაზე: 5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადება გრძელდება
ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი
“აწარმოე საქართველოში” ექსპორტის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას გთავაზობთ
ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის
25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის - აჭარა, გურია, იმერეთი