ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა

ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა

December 15, 2025
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო 2026 წლის იანვრიდან ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამას იწყებს.

ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის მიზანია საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნეს იდეების მქონე სტარტაპების მხარდაჭერა და გლობალურ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობა.

პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული საერთაშორისო აქსელერატორები - Plug and Play, Startupbootcamp, 500 Global და Founder Institute ერთწლიან აქსელერაციის პროგრამას განახორციელებენ. პროგრამა დაეხმარება განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ ინოვაციურ სტარტაპებს იდეების ვალიდაციაში, მასშტაბირებადი ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებაში, ზრდის უზრუნველყოფასა და ინვესტიციების მოზიდვაში.

აქსელერაციის სრული ციკლი მოიცავს სამ ფაზას:

I ფაზა - 2-თვიანი ინტენსიური სწავლებისა და მენტორინგის პერიოდი შერჩეული სტარტაპებისთვის.

II ფაზა - 4-თვიანი პერიოდი, რომელიც ფოკუსირებულია მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის (MVP) შექმნასა და დახვეწაზე, პროდუქტის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე. ამ ეტაპზე სტარტაპები იღებენ ინტენსიურ სწავლებასა და მენტორინგს.

III ფაზა - 6-თვიანი პერიოდი, რომლის განმავლობაში სტარტაპები იღებენ ინდივიდუალურად მორგებულ მხარდაჭერას. ეს მოიცავს გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებას, გლობალურ და რეგიონულ ბაზრებზე გასვლის ხელშეწყობას, მომხმარებელთა ბაზის გაზრდასა და შემოსავლების გენერირების ოპტიმიზაციას.

მეორე და მესამე ფაზაზე გადასული სტარტაპები მიიღებენ საგრანტო დაფინანსებას 50,000 და 150,000 ლარის ოდენობით.

2026 წლის იანვრიდან აქსელერაციის პროცესს დაიწყებს Plug and Play და Startupbootcamp, ხოლო ივლისიდან პროგრამას შეუერთდებიან 500 Global და Founder Institute.

ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://tally.so/r/waWrDy

განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 15 დეკემბერი, 2025.

პროგრამა სრულად დაფინანსებულია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ. მეტი ინფორმაციისთვის, გადადი ბმულზე.

მსგავსი რესურსები

5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადება
სამთავრობო პროგრამა

5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადება

მეოთხე ნაკადის მიღება GITA-ს პროგრამაზე: 5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადება გრძელდება

გაიგე მეტი
ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი
სამთავრობო პროგრამა

ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი

“აწარმოე საქართველოში” ექსპორტის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას გთავაზობთ

გაიგე მეტი
ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება
სამთავრობო პროგრამა

ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება

ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსი ახალგაზრდების განვითარებისთვის

გაიგე მეტი