საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მისიაა საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირება, ცოდნისა და ინოვაციის კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება, ინოვაციების და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტის ზრდისთვის საჭირო გარემოს შექმნა და ქვეყნის მასშტაბით მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვითარება.
სააგენტო პრიორიტეტულ მიმართულებებად განსაზღვრავს ინოვაციებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც გამოიხატება ტექნოპარკების, ინოვაციების ცენტრებისა და სამრეწველო ლაბორატორიების გახსნაში. ასევე, მუდმივად ზრუნავს ინოვაციების და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის მხარდამჭერი ინსტრუმენტების ფორმირებაზე, ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტიზაციის მაღალი მაჩვენებლის მიღწევაზე, კონკურენტუნარიანობის განვითარებისთვის ხარისხიანი და შრომითი ბაზრისთვის დეფიციტური ტრენინგების, მათ შორის ტრენერებისთვის, ხშირ ჩატარებაზე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მასტიმულირებელი საკანონმდებლო პაკეტების ინიცირებასა და ფინანსირების მექანიზმების ხელმისაწვდომობაზე.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. სააგენტო უკვე დაეხმარა 400-ზე მეტ სტარტაპს საქართველოში. ასევე, ტექნოპარკის მაღალტექნოლოგიური სივრცეები თბილისის გარდა, ხელმისაწვდომია ქვეყნის მასშტაბით 8 რეგიონში: ბათუმში, ზუგდიდში, კასპში, თელავში, გურჯაანში, ახმეტაში, ოზურგეთსა და სენაკში.
გაიგე მეტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიმდინარე პროგრამების შესახებ უწყების ვებ-გვერდსა და სოციალური მედიის არხზე.
თემა
მსგავსი რესურსები
5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადება
მეოთხე ნაკადის მიღება GITA-ს პროგრამაზე: 5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადება გრძელდება
ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი
“აწარმოე საქართველოში” ექსპორტის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას გთავაზობთ
ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება
ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსი ახალგაზრდების განვითარებისთვის