ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის მიზანია ისეთი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციის ხელშეწყობა, რომლებიც ტექნოლოგიური მზაობის TRL4 და შემდეგ დონეზე იმყოფებიან. მიღებულ პროექტებს შეფასებენ და დეტალურად შეისწავლიან კვალიფიციური და შესაბამისი გამოცდილების მქონე ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები.
დეტალური შესწავლა გულისხმობს პროექტების დეტალურ ანალიზს ტექნოლოგიური მზაობის, ბიზნეს მზაობისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით. ამავდროულად, დეტალური შესწავლის ეტაპზე, პროგრამის ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ შეფასდება და განისაზღვრება პროექტების კომერციალიზაციის პოტენციალი.
დეტალური შესწავლის ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კომერციალიზაციისთვის შერჩეულ პროექტებზე ინდივიდუალურად განისაზღვრება კომერციალიზაციის გეგმები და დაიწყება მოლაპარაკების პროცესი შესაბამის პოტენციურ ინდუსტრიულ პარტნიორებთან.
ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ როგორც ფიზიკურმა, აგრეთვე, იურიდიულმა პირებმა (მათ შორის, საქართველოში რეგისტრირებულმა უნივერსიტეტებმა, კვლევითმა ინსტიტუტებმა ან/და მეცნიერებმა).
განაცხადის შეავსების ბოლო ვადაა - 2025 წლის 31 დეკემბერი. დამატებითი ინფორმაციისთვის, გადადი ბმულზე.
თემა
მსგავსი რესურსები
5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადება
მეოთხე ნაკადის მიღება GITA-ს პროგრამაზე: 5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადება გრძელდება
ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი
“აწარმოე საქართველოში” ექსპორტის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას გთავაზობთ
ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება
ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსი ახალგაზრდების განვითარებისთვის