მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა

მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა

March 17, 2026
საგრანტო კონკურსი ქართული მცირე და საშუალო საწარმოების მდგრადობის განვითარებისთვის

გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში აცხადებს კონკურსს კომპანიებისთვის საწარმოო პროცესში მდგრადი მოხმარებისა და წარმოების (SCP) პრაქტიკის დასანერგად.

ინიციატივა დაეხმარება საწარმოებს დანერგონ ინოვაციური ან/და ნაკლებად გამოყენებული მიდგომები, რომელთა მიზანია ხელი შეუწყოს რესურსების ეფექტურად გამოყენებას, გარემოზე ზემოქმედების შემცირებასა და ბიზნეს პროცესების მდგრადობის გაძლიერებას. პროგრამის ფარგლებში, კომპანიებს შეუძლიათ მხარდაჭერა მიიღონ შემდეგი მიმართულებით:

  • ნარჩენების მართვა, შემცირება ან/და ხელახალი გამოყენება

  • ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი ენერგიის გამოყენება

  • მდგრადი შეფუთვის დანერგვა

  • მდგრადობის მართვისთვის ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება

  • ნედლეულის შესყიდვისას და მიწოდების ჯაჭვში მდგრადი პრაქტიკების გაძლიერება

  • სხვა ღონისძიებები და აქტივობები, რაც მიმართულია კომპანიის მდგრადობის გაძლიერებისკენ

თანადაფინანსების მოცულობა: 40, 000 ლარი

SME-ის თანამონაწილეობა: პროექტის ღირებულების არანაკლებ 10% (4, 000 ლარი).
კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 10-მდე გამარჯვებული მცირე და საშუალო ზომის საწარმო.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 23 მარტი 17:00 საათი (GMT+4).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დარეგისტრირდი UNDP-ის Quantum პორტალზე და შეავსე განაცხადი ინგლისურ ენაზე: https://procurement-notices.undp.org/view_negotiation_dlink.cfm?nego_id=43080

დეტალური ინფორმაციისთვის გადადი ბმულზე: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=704107

მსგავსი რესურსები

სერვისების სექტორის მხარდაჭერა საქართველოში
გრანტი

სერვისების სექტორის მხარდაჭერა საქართველოში

საგრანტო კონკურსი სერვისის სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიებისთვის

გაიგე მეტი
 RDYE II
გრანტი

RDYE II

ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის. 30,000 ლარამდე დაფინანსება 18-35 წლამდე ახალგაზრდებისთვის ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში.

გაიგე მეტი
Empower Her - ინიციატივა ქალებისთვის
გრანტი

Empower Her - ინიციატივა ქალებისთვის

სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერების პროექტი

გაიგე მეტი