პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები 1,800-მდე ახალგაზრდის (18-35 წლის, მათ შორის, 50% ქალი) სამეწარმეო უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებას, რათა მათ შეძლონ ახალი ბიზნესების შექმნა ან არსებულის გაფართოება. კონკურსის საფუძველზე, პროექტი შეარჩევს და მხარს დაუჭერს ახალგაზრდების მიერ მართულ, მინიმუმ 65 არსებულ ან ახალ სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესს.
პროექტი ხორციელდება 36 თვის განმავლობაში (ოქტომბერი, 2025 - სექტემბერი, 2028) და მოიცავს საქართველოს 4 რეგიონის 21 მუნიციპალიტეტს:
ქვემო ქართლი: რუსთავი, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, თეთრიწყარო, წალკა, დმანისი
სამცხე-ჯავახეთი: ადიგენი, ახალციხე, ასპინძა, ბორჯომი, ახალქალაქი, ნინოწმინდა
აჭარა: ქობულეთი, ხელვაჩაური, შუახევი, ქედა, ხულო
გურია: ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური
პროექტში მონაწილეობის მისაღებად მიყევი სარეგისტრაციო ბმულს და გააკეთე განაცხადი 30 აპრილამდე. დამატებით ინფორმაციას ამ გვერდზე გაეცნობი.
პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) II ფაზა ხორციელდება მერსი ქორფსის საქართველოს წარმომადგენლობის (Mercy Corps) მიერ, “ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის” (International Partnerships Austria) დაფინანსებით. პროექტის მხარდამჭერები არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი (SCapp) და სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი (Socar).
თემა
მსგავსი რესურსები
სერვისების სექტორის მხარდაჭერა საქართველოში
საგრანტო კონკურსი სერვისის სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიებისთვის
მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა
საგრანტო კონკურსი ქართული მცირე და საშუალო საწარმოების მდგრადობის განვითარებისთვის