თუ ხარ ქალი, გაქვს საინტერესო იდეა და გსურს განავითარო საკუთარი ბიზნესი, მაშინ She’s Next ჰაკათონი შენთვისაა! პროგრამა მიზნად ისახავს ქალი მეწარმეებისთვის თამამი იდეების, პრაქტიკული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციების წახალისებას. ტრადიციული ჰაკათონისგან განსხვავებით, პროგრამაში მონაწილეობისთვის კოდირების ცოდნა აუცილებელი არ არის. აქ ყურადღება ექცევა ბიზნესის სტრატეგიებსა და პრობლემის გადაჭრის გზებს.
პროგრამა გთავაზობთ შემდეგ ბენეფიტებს:
ბიზნეს მენტორობა წამყვანი სპეციალისტებისგან
ზრდის სტრატეგიის ინსტრუმენტები
კოლეგებთან, ინვესტორებთან და ორგანიზაციებთან დაკავშირება
ცნობადობის გაზრდა
გრანტი 20,000 დოლარის ოდენობით
ვისთვის არის She’s Next ჰაკათონი?
სრულწლოვანი ქალები აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის 17 ქვეყნიდან
ბიზნესის მფლობელი ქალები ან გუნდები
სტარტაპები
მომავალი ქალი მეწარმეები
გენდერულად მრავალფეროვანი გუნდები ქალთა ლიდერობით
She’s Next ჰაკათონის პირველი ტალღის ფარგლებში, გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოვლინდნენ:
მთავარი გამარჯვებული – 10,000 დოლარი
ყველაზე ინოვაციური იდეა – 5,000 დოლარი
საუკეთესო სოციალური გავლენა – 5,000 დოლარი
She’s Next ჰაკათონის ინიციატივას ახორციელებს ვიზა, Reinvantage-თან პარტნიორობით და მოიცავს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოსაც.
She’s Next ჰაკათონის მიერ ჩატარებული და სამომავლო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციისთვის, გადადი ვებგვერდზე.
თემა
მსგავსი რესურსები
სერვისების სექტორის მხარდაჭერა საქართველოში
საგრანტო კონკურსი სერვისის სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიებისთვის
მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა
საგრანტო კონკურსი ქართული მცირე და საშუალო საწარმოების მდგრადობის განვითარებისთვის
RDYE II
ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის. 30,000 ლარამდე დაფინანსება 18-35 წლამდე ახალგაზრდებისთვის ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში.