She’s Next Empowered by Visa საქართველოში 2020 წლიდან ხორციელდება და ქალი მეწარმეების გაძლიერებას ისახავს მიზნად. პროგრამა განკუთვნილია იმ ქალებისთვის, რომლებიც უკვე მართავენ საკუთარ ბიზნესს, ან სურთ დაიწყონ სამეწარმეო საქმიანობა, პროფესიულად განვითარდნენ და გაიუმჯობესონ ბიზნესის მართვის უნარ-ჩვევები.
2025 წელს, She’s Next კონკურსის მეხუთე ტალღა დიზაინის ინსტიტუტსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობით განხორციელდა. პროგრამის სამიზნე აუდიტორიას ციფრული და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენელი ქალი მეწარმეები წარმოადგენდნენ. შერჩეულმა 15-მა მონაწილემ გაიარა ტრენინგ-კურსები და წარადგინა საკუთარი ბიზნეს წინადადება კომპეტენტური ჟიურის წინაშე. საუკეთესო სამმა მონაწილემ მიიღო ფულადი პრიზი - 10,000 ლარი. She’s Next-ს მიერ უკვე განხროციელებული და სამომავლო აქტივობების შესახებ ინფორმაციას Visa-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნობი.
გლობალური კამპანია She’s Next, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2019 წელს დაიწყო. მისი მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და ქალი მეწარმეების გაძლიერებაა, მათთვის მრავალფეროვანი რესურსების, საგანმანათლებლო ინიციატივების და ფინანსური შესაძლებლობების შეთავაზების გზით.
თემა
მსგავსი რესურსები
სერვისების სექტორის მხარდაჭერა საქართველოში
საგრანტო კონკურსი სერვისის სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიებისთვის
მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა
საგრანტო კონკურსი ქართული მცირე და საშუალო საწარმოების მდგრადობის განვითარებისთვის
RDYE II
ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის. 30,000 ლარამდე დაფინანსება 18-35 წლამდე ახალგაზრდებისთვის ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში.